Johnson&Johnson ამერიკასა და კანადაში ბავშვის ტალკის წარმოებას აჩერებს. ამის მიზეზად კომპანია მომხმარებლის მხრიდან გაზრდილ საჩივრებს ასახელებს.
კომპანიამ აღნიშნა, რომ Johnson's Baby-ის ტალკზე ჩრდილოეთ ამერიკაში მოთხოვნა მცირდება, რაც განპირობებულია ერთის მხრივ იმ დეზინფორმაციით, რომელიც ტალკის მავნებლობის შესახებ ვრცელდება და მეორეს მხრივ, დაკავშირებულია მომხმარებლების ქცევის ცვლილებასთან.
Wall Street Journal- ის თანახმად, 2020 წლის მარტში ამერიკის სასამართლოებში Johnson&Johnson-ის წინააღმდეგ სარჩელი 19 ათას 400-მა მოსარჩელემ შეიტანა. მოსარჩელეები ირწმუნებიან, რომ ამ მწარმოებლის ტალკი იწვევს საკვერცხის კიბოს, ისევე როგორც მეზოთელიომას, კიბოს საკმაოდ იშვიათ სახეობას, რაც ჩვეულებრივ აზბესტის ზემოქმედებით არის გამოწვეული.