ვირჯინიის შტატში გრძელდება ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სასამართლო პროცესი — მსახიობი ჯონი დეპი თავის ყოფილ ცოლს, ამბერ ჰერდს 2018 წელს გამოქვეყნებული ოპ-ედის გამო, სადაც ჰერდი ოჯახში ძალადობის გამოცდილებაზე წერს, ცილისწამებისთვის უჩივის.
ჯვარედინი დაკითხვისას, ამბერის ადვოკატმა ჯონი დეპს 2018 წელს გამოცემა Daily Mail-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე ჰკითხა, რომელშიც ეწერა, რომ ჯონი დეპს კარიბის ზღვის მეკობრეების ახალ ფილმში ჯეკ ბეღურას როლზე აღარ აიყვანდნენ.
"ამის შესახებ არ ვიცოდი, მაგრამ არ მიკვირს. 2 წელია, მსოფლიო ცოლზე მოძალადეს მეძახის. დარწმუნებული ვარ, დისნეის თავის დაზღვევის მიზნით სურდა, ჩემთან ურთიერთობა გაეწყვიტა", — განაცხადა დეპმა.
აღსანიშნავია, რომ ამბერ ჰერდმა ჯონი დეპი ძალადობაში პირველად 2016 წელს დაადანაშაულა და შემაკავებელი ორდერი მოითხოვა, თუმცა წყვილი ერთმანეთს დაშორდა და საქმე სამართლებრივი გზით გადაწყდა. დეპის თქმით, ამბერს ადვოკატების რჩევით $7 მილიონი გადაუხადა მიუხედავად იმისა, რომ თავს უდანაშაულოდ თვლიდა.