14:37
15 ივლისი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ჯორჯ ფლოიდის აუტოფსიის შედეგებმა აჩვენა, რომ სიკვდილის მიზეზი გულის გაჩერება იყო
04-06-2020

ჯორჯ ფლოიდის აუტოფსიის საბოლოო შედეგებმა აჩვენა, რომ ის გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა, - ამის შესახებ სასამართლო/სამედიცინო ექსპერტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

ენრდიუ ბეიქერის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფლოიდს ჰქონდა მრავალი სისხლჩაქცევა და ჭრილობა თავის არეში, სახეზე, პირზე, მხრებზე, მკლავებსა და ფეხებზე, მაგრამ ექსპერტიზამ ვერ აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი უშუალოდ რომელიმე ეს დაზიანება იყო.

ანგარიშის თანახმად, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების პირდაპირი მიზეზი არც პოლიციელის მიერ მის კისერზე ფეხის დაჭერა იყო. გვამის გაკვეთამ ასევე აჩვენა, რომ ფლოიდს ჰქონდა გულის დაავადება და მაღალი წნევის ისტორია. ტოქსიკოლოგიის წინასწარი დასკვნის თანახმად კი, ორგანიზმში ფენტანილისა და მეტამფეტამინის ზომიერი დონე აღმოჩნდა.

გარდა ამისა, აუტოფსიით დადგინდა, რომ ჯორჯ ფლოიდი კორონავირუსით იყო დაინფიცირებული, თუმცა, არ არსებობს იმის ვარაუდის საფუძველი, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი იყო. აუტოფსიის ოფიციალურ შედეგებს ოჯახის მიერ დაქირავებული ექსპერტები არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ ჯორჯ ფლოიდი ასფიქსიით გარდაიცვალა.

AutoPlay
სალომე სამადაშვილის შეფასებით, ირაკლი კობახიძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშვნა ოპოზიციის დახმარებაა
გამოქვეყნდა 29 წუთის წინ
სოფიო კილაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი "ოცნების" პირველი ნომერი და განუყოფელი ნაწილია
გამოქვეყნდა 39 წუთის წინ
ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზე ფიზიკური პირის მიმართ ჯარიმა 25-ჯერ, იურიდიულის მიმართ კი 10-ჯერ გაიზარდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
პარლამენტი კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
პრეზიდენტი შაქარაშვილის საქმეზე - მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, ჯგუფური ძალადობა არის მიუღებელი, არაქართული - კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობაა აღიარება და მონანიება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები