ქალაქ მინეაპოლისის პოლიციის სამ ყოფილ ოფიცერს, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის საქმეთან დაკავშირებით არიან დაკავებულები, სასამართლომ 1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ყოფილ პოლიციელებს – ტომას ლეინს, ალექსანდერ კუენგს და ტოუ ტაოს ბრალი ედებათ მეორე ხარისხის მკვლელობის ხელშეწყობასა და თანამონაწილეობაში.
ბრალდებულების შემდეგი სასამართლო პროცესი 29 ივნისს გაიმართება.
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციის ყოფილი ოფიცერი, დერეკ შოვინი, რომელსაც გამოძიების მიხედვით, ჯორჯ ფლოიდის კისერზე მუხლი თითქმის ცხრა წუთის განმავლობაში ჰქონდა დაჭერილი და რომელსაც ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობაში ედება, სასამართლოს წინაშე ცალკე, 8 ივნისს წარდგება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ოთხივე ყოფილ პოლიციელს 40 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.