ჯორჯ კლუნი ფრანგულ ჟურნალს სასამართლოში უჩივლებს. ამის შესახებ ინფორმაცია ჰოლივუდის მსახიობმა თავად გაავრცელა. მისი თქმით იმ ფრანგული ჟურნალის წინააღმდეგ, რომელმაც მისი ახალშობილი ტყუპების პირველი სურათები გამოაქვეყნა, სამართლებრივ ზომებს მიმართავს. ჯორჯ კლუნის თქმით, ჟურნალ „ვოიცის“ ფოტოგრაფები, მისი სახლის ღობეზე გადაძვრნენ შემდეგ ხეზე აძვრნენ და ახალშობილებს უკანონოდ ფოტოები გადაუღეს. კლუნის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფოტოგრაფები და ჟურნალის ხელმძღვანელობა კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან, რადგან ამას მისი შვილების უსაფრთხოება ითხოვს. მსახიობმა და მისმა მეუღლემ ტყუპების დაბადების შესახებ ივნისში განაცხადეს, თუმცა მათი სურათები ან სხვა დეტალები არ გაუსაჯაროებიათ.