ლეგენდარული ფენტეზი საგის, ყინულისა და ცეცხლის სიმღერის, შემქმნელი ამერიკელი ავტორი ჯორჯ მარტინი, Marvel-თან თანამშრომლობას იწყებს. მიზანი კომიქსების ახალი სერიის შექმნაა.
მარტინის თქმით, სუპერგმირების სამყაროს ფრენჩაიზთან მუშაობა მისთვის "პატივი" და "უსაზღვრო სიხარულის" მომტანია.
კომიქსები სუპერგმირებზე შექმნილ საი-ფაი ანთოლოგიებს, Wild Cards-ს დაეფუძნება. ამ სერიის რედაქტორი სწორედ ჯორჯ მარტინია.
Wild Cards, რომელიც სუპერძალების მქონე ადამიანებით დასახლებული დედამიწის ალტერნატიულ ისტორიას მოგვითხრობს, ჯამში 25-ზე მეტ რომანსა და 20 მოთხრობას მოიცავს. ნაწარმოებებზე სამი ათწლეულის განმავლობაში 40-ზე მეტმა ავტორმა იმუშავა.
"გულშემატკივრებს გეცოდინებათ, რამხელა ადგილი უკავია ჩემს გულში Wild Cards-ის სამყაროს", — აღნიშნავს მარტინი, — "ჰოდა, რადგან მაქვს პატივი, ამ ამბის კომიქსების სახით მოსაყოლად ინდუსტრიაში Marvel-ის მსგავს გიგანტთან ვიმუშავო, ეს ჩემთვის უსაზღვრო სიხარულის მომტანია".