"ჯორჯიან თაიმსის" ბიზნეს რეიტინგის საზეიმო დაჯილდოება საგურამოში "სევსამორა რეზორტი და სპა"-ს კომპლექსში გაიმართა. ბიზნესის ეროვნული ჯილდოს გარდამავალი გრან-პრის მფლობელი, პეტროკას ენერჯი ჯგუფი და დავით ნაკაიძე გახდა. გამოვლინდა წლის საუკეთესო ინვესტორი, საუკეთესო დამსაქმებელი, უმახვილესი ექსპორტიორი და იმპორტიორი.
ასევე მედიამ დაასახელა რჩეული ბიზნესი, ბიზნესმა კი რჩეული მედია. ცერემონიაზე ნომინაციაში გამოვლენილი ბიზნესმენები, ზარაფხანას სამკერდე "ოქროს ლომებით" დაჯილდოვდნენ. გრან-პრის მფლობელს კი "ოქროს ბოლნური ჯვარი" გადაეცა.
ღონისძიებას მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოსა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.