ბანკი JP Morgan Chase&Co კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო ამერიკის მასშტაბით ათასამდე ფილიალს დახურავს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC-ი იუწყება.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, პერსონალის ნაწილი, განსაკუთრებით კი ის ნაწილი, რომელიც იპოთეკისა და ფინანსური კონსულტაციების მიმართულებით მუშაობენ, საქმიანობას დისტანციურად გააგრძელებენ.
JP Morgan Chase&Co, რომლის სათავო ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს, აქტივების მიხედვით ამერიკის უმსხვილესი ბანკია, მას 4 ათას 976 ფილიალი აქვს და 257 ათასი თანამშრომელი ჰყავს.