ძლიერი ქარის გამო, ბათუმში, 6 მაისის პარკში მაგნოლიას ხე წაიქცა. როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, 6 მაისის პარკში გამწვანების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან და წაქცეული ხის გატანის სამუშაოებს ახორციელებენ. უამინდობაა ქობულეთშიც, შედეგად, მუნიციპალიტეტის სოფლებში სამ საცხოვრებელ სახლს სახურავი დაუზიანდა. სოფელ ჩაისუბანში კი კონცელიძების ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ქობულეთის გამგეობაში აცხადებენ, კონცელიძეების სახლთან მეწყერი წუხელ ჩამოწვა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზარალებული ოჯახი თავს ნათესავებთან აფარებს.