ფოთის ბაზრობაზე ხანძარი 2000 კვადრატულ მეტრზეა გაჩენილი, - ამის შესახებ ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ განაცხადა. მისი თქმით, იწვის ძვირადღირებული საქონელი და რთული ვითარებაა.ფოთში სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო ცხრა სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, თუმცა ჯერჯერობით ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება, რის გამოც დამატებითი ჯგუფები სხვა ქალაქებიდან გამოიძახეს.