18:00
1 ივნისი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
კადრები, რის გამოც ისან-სამგორის პოლიციის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
22-06-2017

ისან-სამგორის პოლიციის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შს სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულის მიზეზი ინტერნეტში გავრცელებული ვიდეომასალაა, სადაც ასახულია, თუ როგორ ხდება მე-7 განყოფილებაში პირის ჩხრეკა, შემდეგ კი გარეშე პირების თანდასწრებით მისი გაშიშვლება.

ოფიციალური ინფორმაციით¸მიმდინარე წლის 23 მარტს თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, პოლიციელებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადამოწმების მიზნით შოთა პაკელიანი, რომელიც არ დაემორჩილა სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნას და მიმალვა სცადა, რა დროსაც წაიქცა და სხეულზე (სახის, ხელის და მუხლის არეში) მიიღო დაზიანებები. სამართალდამცავებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 0,0664 გრამი ნარკოტიკული საშუალება - ე.წ. "ბიო“ ამოიღეს.

ოფიციალურ ბრალდებას არ ეთანხმება ბრალდებულის ოჯახი. შოთა პაკელიანის ოჯახი სამართალდამცველებს ნარკოტიკული საშუალების ჩადებასა და ცემაში ადანაშაულებენ.

თბილისის პოლიციის ისან-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით შს სამინისტრო განცხადებას ავრცლებს.

”2017 წლის 23 მარტს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შოთა პ. დააკავეს. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შოთა პ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პოლიციის განყოფილებაში დაკავებულის პირადი ჩხრეკისას განხორციელებულ პროცედურებთან დაკავშირებით, გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით პროკურატურა აწარმოებს. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან”, - აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კადრებს "ლიბერალი" ავრცელებს.

AutoPlay
სამთვიანი პაუზის შემდეგ რომის კოლიზეუმი ვიზიტორებისთვის გაიხსნა
გამოქვეყნდა 57 წუთის წინ
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარებისა და უსაფრთხოების სხვა წესების დარღვევებზე შესაძლოა ჯარიმები დაწესდეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ჩინეთი - რასობრივი დისკრიმინაცია აშშ-ის სოციალური დაავადებაა, ქვეყანაში ადამიანთა უფლებები დაცული უნდა იყოს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
"ლავასოღლის" ოჯახის წევრები - ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და შემდეგი იქნება რადიკალური
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
მეზვრიშვილის განცხადებით, სამთავრობო პროგრამის ანგარიში დეტალურად ასახავს მთავრობის გადადგმული ნაბიჯების შესაბამისობას პრიორიტეტებთან
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა სავარაუდოდ ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
გუკა
23-06-2017
ერთი ვინმე აჩვენეთ, ვინც აღიარებს ნარკოტიკი მე მქონდაო! რისთვის გარბოდა?
zaza
23-06-2017
ვინც კადრშია ყველა პოლიციელი დასაჭერია. ნახევარზე მეტი ძველი ნარკომანები არიან. შეუმოწმეთ თმის ღერი და დარწმუნდებით, მაგრამ ვინ უნდა შეუმოწმოს. ასეთი რამე ყველა განყოფილებაში ხდება და პატრონი არ ყავს პოლიციას.
სხვა სიახლეები