სარფისა და ქობულეთის სანაპიროებზე 4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება. პრობლემები აჭარაში ძლიერმა წვიმამაც შექმნა. დილის 8 საათისთვის ბათუმი-ქობულეთი-ჩაქვის მონაკვეთზე მდინარე ადიდდა და ცენტრალურ გზაზე გადავიდა. სამაშველო სამსახურის ცნობით, დატბორვის გამო გზაზე შეფერხება ერთი საათის განმავლობაში იყო, თუმცა პრობლემა უკვე აღმოფხვრილია და მოძრაობაც აღდგენილია. ძლიერმა წვიმამ ბათუმში, ჭაობის დასახლების რამდენიმე უბანიც დატბორა. ზღვისპირა ქალაქში დილიდან წვიმს. დღის მეორე ნახევრამდე ნალექის კიდევ უფრო მატებაა ნავარაუდევი.