დიღომში, აღმაშენებლის ხეივანსა და მიქელაძის ქუჩის კუთხეში ხანძარი გაჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ხანძარი, სავარაუდოდ, ხის ნაგებობაში გაჩნდა, რომელსაც სათავსოდ იყენებდნენ. ხანძარმა მიმდებარე ტერიტორიის დაკვამლიანება გამოიწვია. ადგილზე იმყოფება სახანძრო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.