პროფესორი ეილინ მორისი ხალას უნივერსიტეტიდან მიიჩნევს, რომ კაკაო ხველის საწინააღმდეგო პრეპარატების იდეალური კომპონენტია. ჩატარებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ კაკაოს შემცველი პრეპარატები უკეთ ებრძვიან ხველას.კვლევაში მონაწილეობდა 163 პაციენტი. საბოლოო შედეგები 12 თვეში გამოქვეყნდება; ამ ეტაპზე კი ცნობილია, რომ კაკაოს შემცველი პრეპარატები ორჯერ ამცირებს ხველის სიხშირეს და აუმჯობესებს ძილის ხარისხს. საკონტროლო ჯგუფის წევრებთან შედარებით, საკვლევი პირებიდან გაცილებით მეტი წყვეტდა მკურნალობას ვადაზე ადრე, ხველის სრულად აღმოფხვრის გამო. კაკაოს დამაწყნარებელი ეფექტი აქვს. ეს კომპონენტი მედიკამენტებს უფრო მეტად წებოვანს ხდის, გაცილებით უკეთ ფარავს ნერვულ დაბოლოებებს ყელში, რომლებიც ხველის შეტევასთანაა კავშირში, გარდა ამისა, კაკაო სხვა კომპონენტებს უადვილებს მოქმედებას .საყურადრებოა, რომ უკვე კარგა ხანია ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერთა მიერ ნაჩვენებია: თეობრომინი - კაკაოში შემავალი ალკალოიდი, რომელიც უკეთ აწყნარებს ხველას, ვიდრე კოდეინი.