“საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის თანახმადაც კახა ბექაური კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, თავად კომიისის თავმჯდომარე ეხმაურება. ბექაური საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას არაკვალიფიციურს უწოდებს და აცხადებს, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის განათლება და დიპლომი სრულად აკმაყოფილებს მაუწყებლის შესახებ კანონის მოთხოვნებს. მისივე განმარტებით, ორგანიზაციის მიერ ცრუ ინფორმაციის შემცველი დასკვნის გამოქვეყნება, არის მცდელობა შელახოს მარეგულიერებელი კომისიის თავმჯდომარის საქმიანი რეპუტაცია და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. შეგახსენებთ, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ინფორმაციით, კახა ბექაურს, თანამდებობის დაკავებისათვის კანონით დადგენილი აკადემიური ხარისხი არ გააჩნია.