თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა აიღო, რაც პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომაში გამოიხატა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, იმ სამწუხარო მოვლენებზე კი რომელიც შემდეგ განვითარდა, პასუხისმგებლობა იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ლიდერებს ეკისრებათ, ვინც ახალგაზრდებს პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებდნენ.
დედაქალაქის მერი აღნიშნავს, რომ 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა მოყვეს.