თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, "დოიჩე ველემ" საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე შეკვეთილი სტატია გამოაქვეყნა.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთ დასკვნას ის სტატიის შინაარსიდან გამომდინარე აკეთებს. კალაძის თქმით, ასეთი შეკვეთილი სტატია მას ბევრი უნახავს და ეს არც პირველია და არც უკანასკნელი.
შეგახსენებთ, რომ "დოიჩე ველეს" მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გიორგი გახარია "რუსეთის კაცად" იყო მოხსენიებული. მოგვიანებით, გამოცემამ სტატია დააკორექტირა და მიუთითა, რომ გახარია "რუსეთის კაცად" ოპოზიციამ მოიხსენია.