თუ იქნება იმის აუცილებლობა ლარის კურსიდან გამომდინარე, რომ ელექტროენერგიის ტარიფები გადაიხედოს, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც ამასთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას, დღეს ამის აუცილებლობა არ არის ,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, „ძალიან არასერიოზულ განცხადებებს ვისმენთ ე.წ ექსპერტების მხრიდან და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან პარალმენტში, თითქოს გრაფიკით მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება, ტარიფები გაძვირდება და ა.შ.