დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ 1 ნოემბრიდან, A კატეგორიის ტაქსის მძღოლები სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერს მიიღებენ.აღნიშნულის შესახებ მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, მძღოლებს ვაუჩერის მიღება ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეეძლებათ. ამასთან, ის მძღოლები, რომლებიც ვაუჩერით ისარგებლებენ, საჩუქრად, კომპანია "ვიანორის" 20%-იან ფასდაკლების ბარათს მიიღებენ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ყველა სერვისცენტრის მისამართი შეტყობინების სახით მიუვათ, სადაც ისინი აღნიშნული ვაუჩერის მიღებას შეძლებენ