არსებული სახით წარმოდგენილი მასალების მიღება ვერ მოხდება - ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა დედაქალაქის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა. კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერიისთვის მისაღებია "სითი ინსტიტუტის" მიერ წარმოდგენილი პროექტის პირველი 5 პუნქტი. მისივე განცხადებით, გამომდინარე იქედან, რომ გენერალური გეგმის არსებობა თბილისისთვის არის უმნიშვნელოვანესი, დედაქალაქის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, "სითი ინსტიტუტს" მისცეს შესაძლებლობა დაასრულოს პროექტი და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. როგორც კალაძემ განმარტა, მერია ხელს შეუწყობს "სითი ინსტიტუტს" რათა კომპანიამ წარადგინოს ქმედითი, გრძელვადიან პერსპექტივებზე გათვლილი და ხარისხიანი მასალა. საბოლოო დოკუმენტაცია 1 ივნისს უნდა იყოს წარმოდგენილი.