თბილისის მერი კახა კალაძე "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს და თანაგუნდელებს მოუწოდებს, რომ პროვოკაციებს არ აყნენ და მაქსიმალურად შეიკავონ თავი დაპირისპირებებისგან.
კახა კალაძე ლევან ხაბეიშვილსა და "ქართული ოცნების" დეპუტატებს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ძალადობას გმობს. ამასთა დედაქალაქის მერი ლევან ხაბეიშვილის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მისი ცემა კალაძის ინიციატივა იყო და აღნიშნა, რომ ხაბეიშვილის სტილია ტყუილსა და სიცრუეზე ლაპარაკი.