თბილისის მერის განცხადებით, ის ყველა პოლიტიკურ პარტიას კონკურენტად აღიქვამს და მამუკა ხაზარაძეს განსაკუთრებულად ვერ გამოყოფს.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს ხაზარაძის პოლიტიკური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით განუცხადა, ქვეყანაში ბევრი ერთკაციანი და ორკაციანი პარტიაა. მისივე თქმით, ხაზარაძეც ჩვეულებრივ პარტიას შექმნის, რომლის მსგავსიც არაერთი უნახავს.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე ახალი პოლიტიკური პარტიისა და საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს.