დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჭორაობას უწოდებს საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ინვესტორი გააქცია.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, როგორც ქვეყნის, ისე თითოეული მოქალაქის ინტერესი, ყოველთვის დაცული იქნება და "თუ კერძო ინვესტიციას უნდა, რომ ფარად გამოიყენოს ანაკლიის პროექტი, არ გამოვა".შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარია იყო ადამიანი, რომელიც მინისტრის რანგში ანაკლიის განვითარების გეგმას ეწინააღმდეგებოდა, ხოლო მაია ცქიტიშვილმა ინვესტორები, პრაქტიკულად ოთახიდან გამოაგდო.