დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველაზე მეტად ხელისუფლების ინტერესშია, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში. მისი თქმით ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს, თუმცა მისივე თქმით ეს არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებამ უნდა აიღოს.
დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციასაც.