"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა. "ამ არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვენი ყოფის გაუმჯობესებისთვის. მინდა ვთხოვო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ყველა ჩვენს თანამებრძოლს, ჩვენი ერთად დგომა, არჩევნებზე გამოცხადება და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია" - განაცხადა კახა კალაძემ.