თბილისში, ზოგიერთი ავტობუსის მარშრუტებში ცვლილებები შედის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, პროექტის განხორციელებისთვის 4 მლნ ლარი დაიხარჯება. როგორც კახა კალაძემ განმარტა, სატრანსპორტო პოლიტიკა მათთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ავტობუსების მარშრუტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე კალაძემ თავის მოადგილეს სთხოვა მთავრობის სხდომის შემდეგ მოსახლეობას გააცნოს თუ რა ცვლილებები შედის.
“ჩვენ გვაქვს კონკრეტული რაიონები და ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა არის. არის ქუჩები, სადაც ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს, ან ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდია ლოდინის ინტერვალი. როცა ჩვენ ჩამოვიყვანთ ახალ ავტობუსებს და პარკი შეიცვლება, ყველა რაიონში ეს პრობლემა მოგვარდება", - განაცხადა კალაძემ.