ქართული ოცნების გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით საარჩევნო სისტემაზე კონსენსუსის მიღწევა მოკლე დროში უნდა მოხდეს, რადგან სხვა შემთხვევაში, ცვლილებების განხორციელება შეუძლებელი გახდება.
შეთანხმება ვერ მოხდება ოპოზიციასთან, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება არსებული სისტემით. ამასთან მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება მზადაა შეხვდეს როგორც ცალკეულ პარტიას, ასევე გაერთიანებულ ოპოზიციას.
როგორც კალაძე ამბობს, გარკვეულმა პარტიებმა უკვე გამოთქვეს შეხვედრის სურვილი.