თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიამ საზოგადოებრივი ტრანპორტის ამუშავების მიმართულებით ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა, რომელიც გაიცა და თუ დისტანციის დაცვის აუცილებლობა გახდება საჭირო, ეს გადაწყვეტილებაც მიღებული იქნება.
ამასთან, კალაძემ საზოგადოებრივ ტრანსპორტში წესების დაცვაზე ისაუბრა და განმარტა, რომ მონიტორინგის შედეგად არცერთი დარღვევა არ გამოვლენილა, რისთვისაც საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.