ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავები სასტუმრო „ბილტმორში“ ცოტა ხნის წინ მივიდნენ. სასტუმროში ფეხბურთელებს „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი და ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე და მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე დახვდნენ.სასტუმროსთან ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავებს ქართველი ჟურნალისტები და გულშემატკივრები დახვდნენ. ფეხბურთელებს ქართულ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ადგილზე უსაფრთხოების მიზნით საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.