არ არსებობს კონკრეტული საქმე, კონკრეტული ბრალდება, რომელიც პოტენციურად გიორგი გახარიას ვინმემ შეიძლება დააბრალოს კორუფციასთან, ნეპოტიზმთან ან მერიტოკრატიასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.
როგორც ქემოკლიძემ აღნიშნა, გიორგი გახარია ფსონს აკეთებს საქმის კეთებაზე და საქმის კეთებისთვის აუცილებლად სჭირდება საქმის მკეთებელი ხალხი.