პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია 20-24 იანვარს ბრიუსელს ეწვევიან, სადაც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას.
კახა კუჭავა მოხსენებით წარდგება სხდომაზე, სადაც საქართველოში არსებული პროგრესის, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილი მდგომარების შესახებ იმსჯელებენ.
ვიზიტის ფარგლებში, ქართველი კანონმდებლები ევროპარლამენტის უმაღლეს თანამდებობის პირებს აგრეთვე, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების, ასევე, ბრიუსელში მოქმედი აკადემიური წრეებისა და ანალიტიკური ინსტიტუტის წარმომადგენლებთან გამართავენ.