შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის კახაბერ საბანაძის განცხადებით საქართველოში დანაშაულის რიცხვი შემცირდა.
საბანაძემ საგანგებო მდგომარეობის დროს ქვეყანაში არსებული ვითარების და სამინისტროს მიერ დანაშაულის შემცირების მიზნით განხორცილებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. როგორც ირკვევა, წინა პერიოდთან შედარებით, საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შემდეგ, ქვეყანაში ძარცვის ქურდობის ყაჩაღობისა და ოჯახური დანაშაულის შემთხვევებმა იკლო.