დღეის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 9 ათას ტონამდე ყურძენი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აქედან 3,7 ათასი ტონა რქაწითელი, 3,7 ათასი ტონა საფერავი, 460 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მევენახეებმა შემოსავლების სახით 7,3 მლნ ლარი მიიღეს.
იხილეთ ვრცლად bpn.ge-ზე