25 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში, 145 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი 10-12 ათასი ტონის ფარგლებშია. ასეთი მაღალი გადამუშავების პირობებში, საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადიც გაზრდილია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გადამუშავებული ყურძნიდან 92 ათასი ტონა რქაწითელია, რომლის 72% „აკურამ“ სახელმწიფოს მიერ აღებული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეისყიდა.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში ღვინის მწარმოებელი 300-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული.