11:33
10 ივლისი, 2020, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
კახეთში ატმისა და ვაშლატამას საპროგნოზო მოსავალი 35 000 ტონაა
03-06-2020

წელს კახეთის რეგიონში ატმისა და ვაშლატამას საპროგნოზო მოსავლის საერთო რაოდენობა 35 000 ტონას შეადგენს.  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მოსავლის საერთო მოცულობიდან, დაახლოებით  15 000 ტონა საექსპორტოა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ატმისა და ვაშლატამას საექსპორტო მაჩვენებელმა 13 256 ტონა შეადგინა. ექსპორტის ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდიოდა. კერძოდ:  10  777 ტონა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები