კახეთში კორონავირუსზე ჩატარებული 49 ტესტიდან ყველა პასუხი უარყოფითია - Palitra News

კახეთში კორონავირუსზე ჩატარებული 49 ტესტიდან ყველა პასუხი უარყოფითია

2020-05-24 13:58:02+04:00

კახეთიდან გაგზავნილი იქნა ლუგარის ცენტრში 49 ნიმუში, ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა. ამასთან, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მიმდინარეობს სეროპრევალენტობის კვლევა, რის ფარგლებშიც სულ 150 პირს ჩაუტარდა სწრაფი ტესტირება. თელავის მუნიციპალიტეტში შერჩეულია 15 კლასტერი, მათ შორის ათი სოფელი: წინანდალი, შალაური, კისისხევი, ლალისყური, ფშაველი, ვარდისუბანი, გულგულა, რუისპირი, ყარაჯალა, კურდღელაური და ქალაქ თელავის ხუთი კლასტერი. სულ აღებული იქნება 150 ნიმუში. ნიმუშების ტესტირება ხდება ადგილზე სწრაფი მარტივი ტესტებით როგორც ანტისხეულებზე, ასევე ანტიგენზე. კახეთში რვა საკარანტინო სივრცეში 319 მოქალაქე იმყოფება.