კახი კავსაძის ძმის იმერი კავსაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინიფიცირებული კახი კავსაძე, რომელიც პირველ საუნივესიტეტო კლინიკაში მკურნალობს, თავს კარგად გრძნობს. როგორც მან „პალიტრანიუსს“ განუცხადა, ამ დროისთვის კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი კახი კავსაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 28 ნოემბერს გადაიყვანეს. მას კორონავირუსი დაუდასტურდა.