მე გეტყვით, რომ კალაძე ჩამოყალიბდა ჩვეულებრივ პოლიტიკურ ზონდერად და საბანკო მონოპოლიების ინტერესების დამცველად, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
ვაშაძემ განმარტა, რომ მისი პარტიის წევრები ხელმოწერებს მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებდნენ, მაგრამ მხოლოდ თბილისში მათ სახელზე 100 000-ლარამდე ჯარიმა გამოიწერა.
„ქალაქ თბილისის მერი იცავს საბანკო მონოპოლიებს იმიტომ, რომ წილი მისდით იქიდან. ჯამურად 100 000 ლარი ჩვენზე არის გამოწერილი და ჩვენც გამოვწერეთ დედაქალაქის მერის სახელზე, მაგრამ მთავარია რას შეეხება ეს ყველაფერი?! ეს შეეხება საპენსიო სესხებზე პროცენტის ჩამოწერას. ჩვენ 80 000 ხელმოწერა უკვე შევაგროვეთ და ვასაბუთებთ, რომ ჩვეულებრივი მონოპოლისტია „ლიბერთი ბანკი“, რომელსაც აქვს კაბალური პირობები პენსიონერებისთვის. პენსიონერი რომ მივიდეს სხვა თუნდაც მიკროსაფინანსოში უბრალოდ მას უზრუნველყოფის დადება არ შეუძლია, რადგან მას პენსია ერიცხება „ლიბერთი ბანკში“ და მაგალითად ძროხა დააგირავა, ამას უკვე 21%-ად აძლევენ სესხს და „ლიბერთი ბანკში“ 36%-ია სესხებზე. ამაზე ვაგროვებდით ხელმოწერებს მთელ საქართველოში და 100 000 ლარამდე მარტო თბილისშია გამოწერილი ჯარიმა ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციაზე. ეს არის პირდაპირი ხელშეშლა. გვაქვს ბანერ-კარავი, რომელსაც მოხალისეები დადგავენ, აგროვებენ ხელმოწერებს, მერე აიღებენ ამ კარავს გადაიტანენ სხვა ადგილზე და ა.შ. ესენი ამბობენ, რომ კარვის გამო გამოიწერა ჯარიმები, მაგრამ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დადეს დასკვნები, რომ ეს არის ჩვეულებრივი გამოხატვის თავისუფლება და ეს მანიფესტაციის კანონით რეგულირდება და აქ არ არის არანაირი დარღვევა. მე გეტყვით, რომ კალაძე ჩამოყალიბდა ჩვეულებრივ პოლიტიკურ ზონდერად და საბანკო მონოპოლიების ინტერესების დამცველად. მას პირდაპირ ვამბობ და ხელს ვადებ, რომ მას პასუხი მოსთხოვა სწორედ ბანკებმა, რომ შეჩერებულიყო ეს პროცესი იმიტომ, რომ ამას ექნება ძალიან დიდი გამოხმაურება პენსიონერების მხრიდან და არამარტო პენსიონერების მხრიდან. ჩვენ ეს დავასაბუთეთ, რომ ეს არის უკანონო, მონოპოლია მისცა ხელისუფლებამ „ლიბერთი ბანკს“, მონოპოლია ხელში აქვს ჩაგდებული „ლიბერთი ბანკს“, რამდენსაც უნდა იმდენს გამოწერს პროცენტს და ახდევინებს პენსიონერებს ამას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გარდა ამისა, ვაშაძის განცხადებით, გუშინ მერიის წინ გამართულ აქციაზე პოლიცია ახალგაზრდებს „ეკაჩავა“.