დედაქალაქის მერი კახა კალაძემ მუნიცპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, „კატეგიურიულად მიუღებელია რაიმე სხვა მიმართულებით ფიქრი, გადაცდომა, კორუფციაში ჩართულობა“.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე, ლადო გოგსაძე სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე 25 იანვარს დააკავეს.