თბილისის მერი კახა კალაძემ ვარკეთილის ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთ პირთან დაკავშირებით აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, მან თავად შემოიხია მაისური. კალაძის თქმით, რამდენიმე პირს პროვოკაციის მოწყობა სურდა, რაც არ გამოუვიდათ. შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, თბილისის მერ კახა კალაძესა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად მივიდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე "ანას ბაღის" დამცველები და მოძრაობა "შეცვალეს" წევრები დახვდნენ. მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის მტკიცებით, „კალაძემ მაისურიც შემოახია".