"451 გრადუსი ფარენჰაიტით" - ამერიკელი მწერლისა და სცენარისტის რეი ბრედბერის 206 გვერდიანი რომანი. ჟანრი ფანტასტიკა, ანტიუტოპია.
ნაწარმოებში მოქმედება მომავალის არარეალურ ქალაქში ხდება, რომელიც ტექნოლოგიური აღმასვლის პიკზეა. ქალაქში წიგნი საშიშ ნივთად ითვლება, მისი აღმოჩენის შემთხვევაში, სახლსაც და ხშირ შემთხვევაში წიგნის მფლობელსაც დაწვა ემუქრება. წვის ტემპერატურას კი ფარენჰაიტით 451 გრადუსი წარმოადგენს, რომელიც ქაღალდის აალებისას ვითარდება, სწორედ ეს განაპირობებს ნაწარმოების სახელწოდებას. წიგნში საზოგადოებრივ წესრიგს მეხანძრეები ამყარებენ, რომელთა მოვალეობა არა ცეცხლის ჩაქრობა , არამედ წაკიდებაა. ნაწარმოების მთავარი გმირი სწორედ ამ ქალაქის ერთერთი რიგითი მეხანძრე , გაი მონტეგია, რომელიც მასზე დაკისრებულ მოვალეობას ყოველდღიურად, სიამოვნებით ასრულებს. თუმცა ცოლის მიერ თვითმკვლელობის მცდელობა, მეზობლის სიკვდილი და პროფესორთან შეხვედრა, წიგნის მთავარი გმირის ცხოვრებას სრულიად საპირისპიროდ ცვლის.