ეკოლოგი ხათუნა ახალაია ქალაქის დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ სამრეწველო ზონების არსებობას მიიჩნევს. მისი განმარტებით ელიავას ბაზრობაზე დამწვარი საბურავები და სხვა ინვენტარი უამრავ საშიშ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს და მათი წვის შედეგი ადგილობრივ მოსახლეობაზე უარყოფითად აისახება. გარემოს დაბინძურების აღსაკვეთად, ეკოლოგის მოსაზრებით, მსგავსი სახის ზონები ქალაქიდან მოშორებით უნდა იყოს განთავსებული.