კალიფორნიაში, პასიფიკას სანაპიროზე სერფინგში ძაღლების მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. წლევანდელ კონკურსში მონაწილეობა 10-მა ძაღლმა მიიღო. ჟიური მათ ასპარეზობას, უნარჩვევების, წონისა და წონასწორობის დაცვის მიხედვით აფასებს. ყოველწლიური ღონისძიება საქმელმოქმედო ხასიათს ატარებს, შემოსული თანხა ცხოველთა თავშესაფარს მოხმარდება.