ერთერთი აქტუალური კითხვა, რომელიც მშობლებს ხშირად აქვთ- რომელი ჯობია შუშის, თუ პლასტმასის ბოთლი და ჭურჭელი. გამომდინარე იქიდან, რომ ხალხში უარყოფითი ინფორმაციაა გავრცელებული პლასტმასის ჭურჭელზე, ძირითადად შუშის ჭურჭელს ანიჭებენ უპირატესობას. სინამდვილეში პლასტმასის ჭურჭელი, თუკი ის უსაფრთხო შემადგენლობისაა, აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. შუშა მძიმეა და განსაკუთრებით მოუხერხებელია იმ პატარებისთვის, რომლებიც თავისით იჭერენ ბოთლს ხელში და ისე იკვებებიან. შუშა ასევე მსხვრევადია და ამ მხრივაც წარმოადგენს საფრთხეს, თუმცა პლასტმასის შემთხვევაში დარწმუნებულები უნდა იყოთ მის უსაფრთხო შემადგენლობაში. ყველაზე დიდ საშიშოებას საბავშვო ჭურჭელში ბისფენოლ ა-ს შესაძლო არსებობა წარმოადგენს. ბისფენოლ ას პოლიკარბონატის ჭურჭელს გამძლეობისთვის უმატებენ, ამიტომ შეიძლება თქვენს მიერ ნაყიდი ასეთი ჭურჭელი დიდხანს გამოგადგეთ, მაგრამ ის თქვენი შვილების ჯანმრთელობისთვის საშიშია.