ბედნიერებაა გახდე მშობელი, შეუძლებელი არაფერია – ამ ფრაზას კარგად იცნობს ყველა, ვისაც ერთხელ მაინც შეუღია ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის კარი. მისი ხელმძღვანელი, პროფესორი არსენ გვენეტაძე და მისი გუნდი, ყველაზე მნიშვნელოვანს - შვილის ყოლის ბედნიერებას განაცდევინებენ ადამიანებს.
ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა დღეს - ეს არის გამართული, სრული სერვისი ერთ სივრცეში, სრული ევროპული ხარისხი, ოფიციალურად დადასტურებული სერტიფიცირებით.
კლინიკაში ასევე დანერგილია ინ ვიტრო განაყოფიერების თანამედროვე სტანდარტები და აპარატურა. სწორედ ამაზეა დამყარებული ის შედეგები, ანუ ორსულობების რაოდენობა, რომელიც კლინიკას აქვს.