დამეთანხმებით,რომ დედობა მართლა ძალიან რთულია. გამოკითხვაში, რომელიც ახალშობილთა კვების ერთ-ერთმა მწარმოებელმა კომპანიამ ჩაატარა, მონაწილეობა 2 000-მა ამერიკელმა დედამ მიიღო. მათ ჰყავდათ ბავშვები 3 წლის ზემოთ. გამოკითხულთა ნახევარმა აღიარა, რომ ბავშვის გაჩენის პირველი თვეები იმაზე ნერვიულობაში გაატარეს, რომ რაღაცას არასწორად აკეთებდნენ. პირველ ადგილზე აღმოჩნდა შიში, რომ მათი გამოუცდელობის გამო ბავშვი ავად გახდებოდა, ხელიდან გაუვარდებებოდათ ან კიდევ რაიმე ცუდი შეემთხვეოდა. მეორე ადგილზე აღმოჩნდა შფოთვა იმაზე, რომ ბავშვი მშიერია და არ ჰყოფნის საკვები. საშუალოდ იმისთვის, რომ დედებმა ახალი როლი მოირგონ - 3 თვეა საჭირო.