2018 წლის ბიუჯეტის განხილვას კამათი მოჰყვა ოპოზიციურ ფრაქციებში. პროექტს ოპოზიცია იწუნებს. ოპოზიციის განმარტებით, ბიუჯეტის პროექტი არ პასუხობს იმ გამოწვებებს რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას, ამასთანავე ის უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე და ზეწოლას მოახდენს ლარის კურსზე. ოპოზიციის შენიშვნებს არ იზიარებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ბიუჯეტის პროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში 16 ოქტომბრის ჩათვლით არის დაგეგმილი. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის თანახმად, 2017 წელთან შედარებით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 949 მილიონი ლარით იზრდება და 12 მლრდ 364 მლნ 500 ათასი ლარს შეადგენს.