საზოგადოებრივ მაუწყებელში სამეურვეო საბჭოს სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს. ერთმანეთს სიტყვიერად არხის მენეჯმენტი და საბჭოს წევრი სულხან სალაძე დაუპირისპირდნენ. მენეჯმენტმა დღევანდელ სხდომაზე დასამტკიცებლად წარმოადგინა სტრუქტურული ცვლილებების გეგმა, რომელიც საშტატო ცვლილებებსაც ითვალისწინებს და 17 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს.
როგორც არხის ხელმძღვანელმა პირებმა განაცხადეს, აღნიშნული გეგმა ითვალისწინებს მათ შორს რამდენიმე სამსახურის შერწყმას. ამის შედეგად, მენეჯმენტის განმარტებით, ზოგიერთი კადრი გადაინაცვლებს სხვა დეპარტამენტში, მცირე რაოდენობა კი შესაძლოა გათავისუფლდეს. თავის მხრივ, სულხან სალაძემ აღნიშნა, რომ ამ გეგმის დამტკიცების შემთხვევაში შესაძლებელია გათავისუფლება 550 ადამიანს შეეხოს.