"კამოდის 12 უჯრა" ქართველი მწერლის, მიხეილ მღებრიშვილის ნოველაა, წიგნი გამომცემლობა "პალიტრა ელის" მიერ 1500-იანი ტირაჟით 2021 წელს გამოიცა.
წიგნი 12 თავისგან შედგება და პერსონაჟების სიმრავლით გამოირჩევა, რომლებიც ერთმანეთისგან პიროვნულად განსხვავებული თვისებებისა და ისტორიების მატარებლები არიან. ერთადერთი რაც წიგნში მათ აერთიანებთ, ავტორთან ნაცნობობაა. წიგნი მთლიანად აგებულია ავტორის მოგონებებზე, რომელიც უკავშირდება როგორც ადამიანებს, ასევე ნივთებს მისი წარსულიდან.
"კამოდის 12 უჯრა", მწერლის რიგით მეორე წიგნია. მწერლმა პირველი წიგნი სახელწოდებით „ვარსკვლავების ჩამომკრეფი“ 2018 წელს დაწერა, რომელიც დასრულებიდან მალევე გამოიცა. ამის შემდეგ იგი შეუდგა თავის მეორე წიგნის წერას, რომელიც 2019 წელს დაასრულა, თუმცა ტექსტის რამოდენიმეჯერ რედაქტირების გამო ის 2021 წელს გამოიცა, ავტორმა მის დაწერას 4 თვე მოანდომა.
წიგნის შეძენა შეგიძლიათ "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში ან ონლაინ ვებგვერდზე Palitral.ge