11:34
21 იანვარი, 2022, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
Webnews
კანადასაც უყვარხარ - კანადამ რაიან რეინოლდსს სიმღერა მიუძღვნა
01-12-2021

ცოტა ხნის წინ მსახიობმა, ქველმოქმედმა და სასახელო კანადელმა რაიან რეინოლდსმა კანადის გენერალ-გუბერნატორისგან ხელოვნების დარგში პრესტიჟული ჯილდო მიიღო. მაგრამ, ალბათ, ყველაზე დიდი და გულისამაჩუყებელი საჩუქარი სპეციალურად რაიანისთვის დაწერილი სიმღერა აღმოჩნდა, რომელშიც მუსიკოსი სტივენ პეიჯი მსახიობს არწმუნებს, რომ რაიანის კანადისადმი გრძნობები ცალმხრივი არაა."სადაც არ უნდა წახვიდე, გვინდა, იცოდე, რაიან, რომ კანადასაც უყვარხარ" — მთელი ქვეყნის სახელით ეუბნება მომღერალი რაიან რეინოლდსს, რომელიც მუსიკალური კლიპის ყურებისას ცრემლებს ვერ იკავებს. სიმღერით სტივენ პეიჯი მსახიობს იმასაც ეუბნება, რომ ყველა კანადელ რაიანს შორის, რაიან რეინოლდსი მათ ფავორიტ სამეულშია."მიხარია, რომ ასეთი გამოცდილების მისაღებად გარდაცვლილი არ უნდა ვიყო. გული წარმოუდგენლად მაქვს აჩუყებული. გირჩევთ, შეადგინოთ იმ ადამიანების სია, რომელთაც აფასებთ და მაშინვე უთხრათ ამის შესახებ", — დაწერა მსახიობმა ტვიტერზე.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები